TETHER - უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში

კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს ტექნოლოგიურ ჰაბად გარდაქმნის პროცესში.

სტრატეგიული პარტნიორობა ფართოვდება, მსოფლიო კრიპტო ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კომპანიასთან. ტეზერი, რომელიც სტაბილურ ციფრულ ვალუტას აწარმოებს და უკვე 200 მილიარდი დოლარის აქტივებს მართავს, საქართველოს ციფრულ ტრანსფორმაციაში ეხმარება. ანონსდება ლარის ციფრული ანალოგის გამოშვება. ამერიკული დოლარის შემდეგ ლარი იქნება პირველი ვალუტა, რომელსაც კომპანია გააციფრულებს. ინიციატივამ ხელი უნდა შეუწყოს ტრანსსასაზღვრო ვაჭრობას, ფინტექ-სექტორის განვითარებას, ციფრულ გადახდებს და რეგიონის მასშტაბით პროგრამირებად ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე ხელმისაწვდომობის გაფართოებას.   გლობალური კომპანიის გეგმები საქართველოსთან დაკავშირებით – ნახეთ მარიამ ბერძენიშვილის სიუჟეტში.