ტესტირება პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

18:19, 31.05.2025

საქართველოს მასშტაბით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთა ტესტირება დაიწყო. ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში მიმდინარე საგამოცდო პროცესს საქართველოს განათლების მინისტრი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო. 2025 წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო და ზოგიერთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 31 მაისს, ხოლო წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში 1-ელ ივნისს ატარებს. ტესტირება 24 ქალაქში გახსნილ 33 საგამოცდო ცენტრში იმართება.

წელს გამოცდებზე რეგისტრირებულია 5116 მსურველი. ზოგიერთი მათგანი ერთზე მეტ გამოცდას აბარებს.

მსგავსი