ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით და მოწმეების დაკითხვით გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორიზმის საქმის განხილვა.
პროცესზე დღეს ბრალდებული შოაიფ ბორზიევის დაკავებაში მონაწილე სამართალდამცავები იკითხებიან.
პროკურორების ინფორმაციით, ეს კონტრტერორისტული დეპარტამენტის ის თანამშრომლები არიან, რომლებიც 21 ნოემბრის სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ.