ტერორიზმში ბრალდებულების საქმე

დასკვნით ეტაპზე გადავიდა სასამართლოში ტერორიზმის საქმის განხილვა.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, რის შემდეგაც დარჩება მხოლოდ რეპლიკები, მოსამართლე კი გადაწყვეტილების გამოსატანად გავა. საქმეზე 8 პირია ბრალდებული, აქედან 7 პატიმრობაშია. ერთი იძებნება. გამოძიება 2 ბრალდებულს ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობას, ექვს მათგანს კი ამ უკანონო ორგანიზაციის დახმარებას ედავება.