ტერორიზმის საქმეზე ელისაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

18:02, 10.07.2026

ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ტერორიზმის საქმეზე მოსამართლემ ის დამნაშავედ ცნო. განაჩენი თითქმის ცარიელ დარბაზში გამოცხადდა, სადაც მხოლოდ ადვოკატი და პროკურორი იმყოფებოდნენ. მანამდე ელისაშვილმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა, რომ ჩადენილ ქმედებას არ ნანობს და ამით პროტესტი გამოხატა. მან კობახიძის და მდინარაძის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა რის გამოც პროცესიდან გააძევეს. შეგახსენებთ საქმე ეხება 2025 წლის 29 ნოემბერს, მომხდარ შემთხვევას. პროკურატურის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული, ნიღბიანი ალექსანდრე ელისაშვილი მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან, ჩაქუჩის გამოყენებით ჩაამსხვრია სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში. ალექსანდრე ელისაშვილმა დაასხა დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. მანდატურის დანახვისთანავე, მას ელისაშვილი თავს დაესხა. წარდგენილი დანაშაული ითვალისწინებდა 10-დან 15 წლამდე პატიმრობას.

მსგავსი