ტერორიზმის საქმე - დღეს პროკურატურა მოწმეების დაკითხვას დაასრულებს

ტერორიზმის საქმეზე დღეს პროკურატურა მოწმეების დაკითხვას დაასრულებს. ამის შემდეგ სახელმწიფო ბრალდება ნივთიერი მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს. დღევანდელ სხდომაზე უნდა დაკითხონ 4 მოწმე. მათ შორის ერთ-ერთი საქმის გამომძიებელია, ხოლო 3, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლები.

საქმის პროკურორის თქმით, მოწმეები სასამართლოს ინფორმაციას მიაწვდიან ბერი სალოსის ქუჩაზე ნაქირავები ბინის და ბრალდებულების კავშირზე. ასევე როგორც ნანა ხონჯუა აცხადებს, ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორ მოხვდნენ ბრალდებულები საქართველოში და რა მიზნები ჰქონდათ მათ. ამ საქმეზე 6 ბრალდებულია. ორს ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, ოთხს კი ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობა.

ექვსიდან ორი ბრალდებული მიმალვაში იმყოფება.