ტერორიზმის ხელშეწყობის საქმე

გარემოებები, რომლებიც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეც-ოპერაციის საქმიდან ამ დრომდე არ გახმაურებულა.

„მოამბემ“ იმ ბრალდებულის ჩვენება მოიპოვა, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, ახმედ ჩატაევს და მის დაჯგუფებას საქართველოში შემოსვლაში დაეხმარა. ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობაში ბრალდებული ბადურ ჩოფანაშვილი დეტალურად ყვება, ვისგან იღებდა დავალებებს, როგორ შეხვდა ჩატაევს აჭარაში, იყო თუ არა ინფორმირებული, რომ ტერორისტს ხვდებოდა და როგორ მოხდა დანაშაულებრივი დაჯგუფების დაბინავება თბილისში.

ჩვენების მიხედვით, საქართველოში შემოსვლის დროს ახმედ ჩატაევს ე.წ. შაჰიდის ქამარი ეკეთა.