ტერორიზმის ხელშეწყობის საქმე

ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური სპეც-ოპერაციების საქმე სასამართლოს ზედა ინსტანციაში ინაცვლებს.

ტერორიზმში ბრალდებული პირების დღევანდელ გამამტყუნებელ განაჩენს ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. დაცვის მხარის პროტესტს პროკურორი მოწმეების ჩვენებებს და აუდიო-ვიდეო ჩანაწერებს უპირისპირებს. ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის და ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ბრალი არცერთს უღიარებია. მათ შორის არც შოაიფ ბორზიევს, რომელიც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ოპერაციამდე ცოტა ხნით ადრე დააკავეს. გამოძიება მას ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრობაში ადანაშაულებს. დანარჩენი ოთხი პირი კი, ძიების ვერსიით, ახმედ ჩატაევს თურქეთიდან საქართველოში შემოსვლაში, აჭარიდან თბილისამდე ტრანსპორტირებაში, დაბინავებასა და იარაღით მომარაგებაში ეხმარებოდა.

ჯერ კიდევ განაჩენის გამოტანამდე „მოამბემ“ რამდენიმე ბრალდებულის აუდიო-ჩვენებებიც მოიპოვა, სადაც ისინი ჩატაევთან ურთიერთობას ადასტურებდნენ, თუმცა მისი გეგმების შესახებ ინფორმაციის ფლობას უარყოფდნენ.