ე.წ ტერორისტების საქმე - დღეს პროცესზე ცხრა მოწმე დაიკითხება

ე.წ ტერორისტების საქმეზე დღეს 9 მოწმე დაიკითხება. მათი ნაწილი საქმის გამომძიებელია და როგორც პროკურორი აცხადებს, მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვთ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით. ასევე დაიკითხებიან მოწმეები, რომლებიც ისაუბრებენ იმაზე, თუ როგორც მოხვდნენ ბრალდებულები პანკისში.

პროკურორის განცხადებით, საკუთარ ჩვენებაში მოწმეები ლიკვიდირებულ პირებზეც ისაუბრებენ. საქმის ამ ეპიზოდში ბრალდებულია 6 პირი. აქედან 2 პირს ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა, ოთხს კი ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობა.