ტერორისტული თავდასხმა საფრანგეთში

თავდასხმების სერია საფრანგეთზე. ნიცა, ავინიონი და საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მდებარე საფრანგეთის საკონსულო: საათების ინტერვალით სამ სხვადასხვა წერტილში დღეს შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ქალაქი ნიცა ისევ ტერორისტების სამიზნედ იქცა. არის მსხვერპლი. დაჭრილია საუდის არაბეთში საფრანგეთის საკონსულოს თანამშრომელი. სამივე შემთხვევას ერთი და იგივე ხელწერა აქვს. ქვეყანაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. თავდასხმები ბოლო პერიოდში მუსლიმურ ქვეყნებთან საფრანგეთის განსაკუთრებით გამწვავებული ურთიერთობის ფონზე მოხდა.

სამი თავდასხმიდან განსაკუთრებით შემზარავი სწორედ ნიცაში მდებარე ნოტრდამის ეკლესიაში განხორციელებული ტერორისტული აქტი იყო, რა დროსაც თავდამსხმელმა ერთ-ერთ ქალს  თავი მოკვეთა. ტერორისტი სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს. ნიცაში ჩავიდა ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელმაც მომხდარს ისლამური ტერორისტული თავდასხმა უწოდა.

ფრანგ ხალხს მხარდაჭერა  უკვე  გამოუცხადეს  ევროპელმა ლიდერებმა.