ტერორისტული აქტის მცდელობის საქმე – შეფასებები
პროტესტის გამოხატვის ფორმა თუ ტერორისტული აქტის მცდელობა – ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის დაკავების გარშემო პოლიტიკური შეფასებები გრძელდება. მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ალდე“, რომელმაც საქართველოსთან დაკავშირებით გუშინ კიდევ ერთი დეზინფორმაცია გაავრცელა, არც კი იმჩნევს, რომ მათი გუნდის ნაწილი ტერორისტია და გაემიჯნოს. ამ საკითხს ასე ადვილად ვერ მოიცილებენ. მისივე თქმით, ასევე „ლელომ“ უნდა განაცხადოს, რიცხავენ თუ არა საკუთარი რიგებიდან ადამიანს, რომელმაც აღიარა ტერორისტული აქტის ჩადენა.“ შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილს გამოძიება, ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას ედავება. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, მას 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.