ტერორისტული აქტის მცდელობის საქმე – ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა

21:29, 01.12.2025

ბოდიში პარტიას და მიმართვა ოპოზიციას – ალეკო ელისაშვილის პირველი განცხადება დაპატიმრების შემდეგ.

ტერაქტის მცდელობაში ბრალდებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა დღეს სასამართლოს ვრცელი ჩვენება მისცა. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი აღიარებს, რომ საქალაქო სასამართლოს საკანცელარიო ოფისის გადაწვა სურდა, თუმცა საკუთარ ქმედებას დანაშაულად არ მიიჩნევს. რა მოხდა 29 ნოემბერს გამთენიისას და რის გამო დაესხა თავს პოლიტიკოსი ადმინისტრაციულ შენობას – განსასჯელის სკამზე მჯდომმა ყოფილმა პარლამენტარმა დღეს დაწვრილებით აღწერა საკუთარი ნამოქმედარი და ის მანდატურიც შეაქო, რომელიც სათვალთვალო კამერის ჩანაწერებით, ელისაშვილს პირველი უწევს წინააღმდეგობას. ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაკეთდა იარაღზე, რომელიც პოლიტიკოსს თავდასხმის დროს თან ჰქონდა. ბრალდებულის და პროკურორის ვერსიები ერთმანეთს არ ემთხვევა. ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, რომელსაც საქალაქო სასამართლოს საკანცელარიო ოფისის დაწვის მცდელობას ედავებიან, 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. არსებობს სამეთვალყურეო კამერებით გადაღებული კადრები, სადაც შენობაში შეღწევის მომენტი და შემდგომ განვითარებული მოვლენებია აღბეჭდილი. პარტია „ლელო“ საკუთარი გუნდის წევრის ქმედებას გმობს. დანარჩენ ოპოზიციას კითხვები და საკუთარი ვერსიები აქვს.

მსგავსი