ტერორისტების მძევალი ბავშვები

ამერიკის მხარდაჭერით მოქმედი ქურთთა ძალები სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ უკანასკნელ ბასტიონს უტევენ.

საერთაშორისო კოალიციაში დარწმუნებულები არიან, რომ დაჯგუფება ბოლო დღეებს ითვლის.

ქურთ მებრძოლებს ჯიჰადისტების მიერ კონტროლირებადი ბოლო დასახლებიდან ბავშვები და ქალები გაჰყავთ. არცთუ შორეულ წარსულში მსოფლიოს მთავარ საფრთხედ მიჩნეულმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ მემკვიდრეობით ასობით ობლად დარჩენილი და დაშავებული ბავშვი დატოვა, რომელთა მომავალი ბუნდოვანია.

დატოვე კომენტარი