თერჯოლაში ქრთამის აღების ფაქტი გამოვლინდა

6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტი გამოავლინეს.

კონკრეტულად გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენების დაყრის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 1000 ლარი.

ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 338-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა.

გამოძიება გრძელდება.