ტერაქტის მცდელობა დუბაი-თელავივის რეისზე
„ფლაი დუბაის“ სახიფათო რეისი, განგაში ბორტზე, გატაცების სიგნალი და ჩამოვარდნას გადარჩენილი 180 მგზავრი – დუბაი-თელავივის რეისზე მომხდარ ინციდენტს ოფიციალური თელავივი უსაფრთხოების სერიოზულ ინციდენტად განიხილავს და ტერაქტის ვერსიასაც არ გამორიცხავს.
აფრენიდან ორ საათში თვითმფრინავმა კურსი იცვალა და საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში დაეშვა-გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი პილოტი ეკიპაჟის მეთაურს თავს დაესხა და ლაინერის ჩამოგდებას ცდილობდა, რასაც დაპირისპირება და უკანონო ჩარევის სიგნალის გადაცემა მოჰყვა. „ბოინგ 737 მაქსის“ გადარჩენა თვითმფრინავში შემთხვევით მყოფმა სხვა პილოტებმა მგზავრების დახმარებით შეძლეს. დაკავებულ პილოტს ახლა საუდის არაბეთში კითხავენ. ის, სავარაუდოდ, ომანის მოქალაქეა.
ქაოსი და პანიკა ბორტზე, დანით დაჭრილი მთავარი პილოტი და მგზავრების მიერ გადაღებული მძიმე კადრები – თავიდან აცილებული ავიაკატასტროფის შესახებ ლევან ახალაიას რეპორტაჟი.