ტერაქტი კოლუმბიაში  

ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური თავდასხმა მოხდა კოლუმბიაში.

ტერორისტული თავდასხმის სამიზნე პოლიციის აკადემიის შენობა გახდა. ტერაქტის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. პრეზიდენტის ბრძანებით, გაძლიერებულია კონტროლი ქვეყნის საზღვრებზე და ავტომაგისტრალებზე. ქვეყანაში სამ დღიანი გლოვა გამოცხადდა. სპეც-ოპერაციის შედეგად კოლუმბიის პოლიციამ ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 39 წლის მამაკაცი დააკავა.