ტერაქტი ახალ ზელანდიაში

ახალ ზელანდიაში მომხდარი შემზარავი ტერაქტი და კითხვა, რომელიც ინტერნეტში გავრცელებულმა კადრმა საქართველოში გააჩინა – როგორ აღმოჩნდა ავსტრალიელი ტერორისტის იარაღზე სხვადასხვა ენასთან ერთად ქართულად შესრულებული წარწერები.

მეჩეთებზე მომხდარი თავდასხმიდან მალევე დაკავებული მამაკაცის ერთ-ერთი შაშხანის მჭიდზე ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლთა გვარებია ამოტვიფრული, წარწერებს შორის იკითხება დავით აღმაშენებელი და დავით სოსლანიც.

ქართველი სამართალდამცველები ახალ ზელანდიელ კოლეგებთან უკვე თანამშრომლობენ.

28 წლის ტერორისტი, რომელმეც ქალაქი კრაისტჩარჩის მეჩეთებში შეჭრის შემდეგ 49 ადამიანი მოკლა, დანაშაულის ჩადენამდე ანტიმუსლიმური განცხადებებით გამოირჩეოდა.

 

დატოვე კომენტარი