ტერაქტების სერია შრი-ლანკაში

290 დაღუპული და 500-ზე მეტი დაჭრილი.

ტერორისტების სამიზნე ამჯერად შრი-ლანკა გახდა. თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა ეკლესიებსა და ფეშენებელურ სასტუმროებში რვა აფეთქება მოაწყვეს.

დედაქალაქ კოლომბოსა და მის შემოგარენში მომხდარი ტერაქტების სერიას 30-ზე მეტი უცხოელი ემსხვერპლა. ხელისუფლება მომხდარში ადგილობრივ ისლამისტურ დაჯგუფებას ადანაშაულებს, თუმცა ვარაუდობს, რომ მათ საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებიც ეხმარებოდნენ.

ტურისტებისთვის საყვარელ კუნძულზე ხვალიდან საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.

გამკაცრებული უსაფრთხოების ფონზე დღეს კოლომბოში კიდევ ერთი აფეთქების ხმა გაისმა.