თერაპიული მებაღეობა
საქართველოში ახალი თერაპიული მიმდინარეობა – თერაპიული მებაღეობა დაინერგება. უკვე დაწყებულია პროექტი, რომლის მიზანიცაა ბოტანიკურ ბაღში შეიქმნას ინკლუზიური სივრცე, სადაც სპეციალური საჭიროებების მქონე პირები, მცენარეებთან ურთიერთობისა და მებაღეობის საშუალებით რეაბილიტაციასა და სოციალურ ინტეგრაციას გაივლიან. ამ თემაზე საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა ბოტანიკურ ბაღში დღეს დაიწყო და ხვალაც გაგრძელდება. ეს საქართველოში, ამ მიმართულებით, პირველი პროექტია. ღონისძიებაში ამერიკის შეერთებული შტატების, უკრაინისა და სომხეთის წამყვანი ექსპერტები, ასევე ადგილობრივი უწყებებისა და დღის ცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობენ.