ტექნოპარკში ჰაკათონი Smart Stay 3.0 ჩატარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, თელავის ტექნოპარკში ჰაკათონი Smart Stay 3.0 მესამედ ჩატარდა. გამარჯვებული გახდა გუნდი SupplAI, რომელსაც პროტოტიპის შემდგომი განვითარებისა და კომერციალიზაციისთვის სააგენტოსგან 10,000 ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიასა და სამუშაო სივრცეში 19 გუნდი, 36 საათის განმავლობაში მუშაობდა სტუმარმასპინძლობის და სასტუმრო ინდუსტრიაში არსებული გამოწვევების საპასუხოდ თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შექმნაზე.