წყალტუბოს მუნიციპალიტეტში „ტექნოლოგიური კვირეული 2025“ დასრულდა. კვირეულის ფარგლებში, 5 დღის განმავლობაში, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები გაეცნენ თანამედროვე ინოვაციებს, გაიღრმავეს ცოდნა ტექნოლოგიების მიმართულებით და მონაწილეობა მიიღეს თემატურ დისკუსიებში.
დახურვის ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე დაესწრო, რომელმაც ახალგაზრდებთან ტექნოლოგიური ინოვაციების შესწავლის ხელშეწყობაზე ისაუბრა.