ტექნოლოგიური ფორუმი სინგაპურში

18:30, 29.10.2026

სინგაპურში ტექნოლოგიურ ფორუმი SWITCH 2026 გრძელდება.პანელურ დისკუსიებში მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა მიიღეს.

სპიკერების მხრიდან აქცენტი საქართველოს სწრაფ ეკონომიკურ ზრდასა და მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე გაკეთდა. გამოსვლისას ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა „შუა დერეფანში“ საქართველოს როლზე. მისივე თქმით, ბოლო წლებში მიმდინარე გეოპოლიტიკურმა ვითარებამ, ამ დერეფნის მნიშვნელობა და მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმაც.

მსგავსი