ტექნოლოგიებსა და აიტი სფეროში დასაქმებულების აქცია-მსვლელობა

რესპუბლიკის მოედანზე ტექნოლოგიებსა და აიტი სფეროში დასაქმებული ადამიანები შეიკრიბნენ. მათი განცხადებით, საერთო პროტესტთან ერთად, მნიშვნელოვანია პროფესიული კუთხით, თუ სხვადასხვა ინტერესის გარშემო გაერთიანებული ჯგუფების აქციებიც იმართებოდეს, რადგან ეს აჩვენებს თუ რამდენად მრავალფეროვანია კონტინგენტი, რომელიც ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვს. აქციის მონაწილეების განცხადებით, 22-დღიანი უწყვეტი პროტესტის მიუხედავად, „ქართული ოცნებას“ მათი მაინც არ ესმის. ტექნოლოგიებსა და აიტი სფეროში დასაქმებულებმა რესპუბლიკის მოედანზე შეკრების შემდეგ, მარშიც გამართეს და საყვირებისა და ტრანსპარანტებით საქართველოს პარლამენტისკენ გაემართნენ.