ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერის არჩევა

ტექნიკურ უნივერსიტეტში კანცლერის არჩევნები ჩატარდა.

აკადემიური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, დაიკავებს თუ არა ამ თანამდებობას დეპუტატი კარლო კოპალიანი.

კანცლერის თანამდებობაზე თავდაპირველად სამი კანდიდატი იყო რეგისტრირებული, თუმცა ორმა, უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ბექა მაისურაძემ და სტუ-ს შიდა აუდიტის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, მალხაზ ლომთაძემ კანდიდატურები მოხსნეს. ტექნიკურ უნივერსიტეტში კანცლერის არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა და მასში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრებს ჰქონდათ.

კარლო კოპალიანის არჩევის შემთხვევაში კანცლერის თანამდებობა შეუთავსებელია დეპუტატის მანდატთან, ამიტომ მას კანონის მიხედვით პარლამენტის დატოვება მოუწევს.

დატოვე კომენტარი