ტექნიკური შეხვედრა ერგნეთში   

სიტუაცია ისევ დაძაბულია საოკუპაციო ხაზთან.

ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების პასუხად საოკუპაციო რეჟიმმა ახალ პროვოკაციას მიმართა. ჩორჩანას და ოკუპირებულ წნელისს შორის, დე-ფაქტო რეჟიმმა საკუთარი ბლოგ-პოსტის აშენება დაიწყო. სამშენებლო სამუშაოების და ტექნიკის გადაადგილების ამსახველი ფოტოები არაღიარებულმა ხელისუფლებამ თავად გაავრცელა.

ჩორჩანაში განვითარებული მოვლენების განსახილველად დღეს ერგნეთში კიდევ ერთი შეხვედრა მოეწყო. თუმცა შეთანხმება ვერ მოხერხდა. ოფიციალური თბილისი პოზიციის შეცვლას არ აპირებს, პოლიციის საგუშაგოს გადატანის საკითხს არ განიხილავს და წნელისთან ახლოს დაწყებული ე.წ. სასაზღვრო პოსტის სამშენებლო სამუშაოების სასწრაფოდ შეჩერებას ითხოვს. საგარეო უწყება საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს და საოკუპაციო ძალების ბოლო ქმედებაზე სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდებს.