ავტომობილების ტექნიკურ გამართულობაზე კონტროლი გამკაცრდა.
მონიტორინგის სამიზნე იქნება ყველა ის კერძო ცენტრი, რომლებიც მანქანების ტექნიკურ ინსპექტირებას ახდენენ. ტექ-ინსპექტირების ცენტრების ასოციაციაში არ უარყოფენ, რომ ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლების შემოწმებისას ცალკეულ შემთხვევებში ხარვეზების იგნორირებას ახდენდნენ და ტექნიკურად გაუმართავ მანქანებზე დადებით დასკვნებს გასცემდნენ. კონტროლის სისტემის გამკაცრებას კერძო კომპანიები არ ეწინააღმდეგებიან, თუმცა მოსალოდნელ ფინანსურ ზარალზე საუბრობენ და შესაბამისი კადრების გადამზადების აუცილებლობაზე მიუთითებენ.