ტექნიკურ უნივერსიტეტში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა

„აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავი – ახალგაზრდული პერსპექტივა“. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა.  კონფერენცია ახალგაზრდებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან და ევროკავშირიდან უქმნის უნიკალურ პლატფორმას, სადაც მონაწილეები შეძლებენ გაეცნონ ინიციატივის მიღწევებსა და გამოწვევებს, გაეცნონ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს და გაიგონ ევროკავშირის როლის მნიშვნელობა საქართველოს მაგალითზე.

ღონისძიებას ექნება ძლიერი ახალგაზრდული კომპონენტი, რომელიც აისახება დისკუსიებსა და თემატურ სემინარებზე, რომელიც ეფუძნება ინიციატივის ოთხ ძირითად მიმართულებას: ეკონომიკური განვითარება, კარგი მმართველობა, გარემოს დაცვა, ენერგოეფექტურობა და ხალხთა შორის მობილობა.