ტექნიკურ უნივერსიტეტში ირაკლი ციციშვილი გაიხსენეს

15:30, 17.12.2018

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიკოსი ირაკლი ციციშვილი გაიხსენეს.

საიუბილეო ღონისძიებაზე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ და პროფესორ-მასწავლებლებმა ირაკლი ციციშვილის ღვაწლზე ისაუბრეს, გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია და მისი ყოფილი სტუდენტის, არქიტექტორ ზურაბ ტიტვინიძის ნამუშევრების გამოფენა.

არქიტექტორი და აკადემიკოსი ირაკლი ციციშვილი დღეს 100 წლის გახდებოდა.

მსგავსი