ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა

ბათუმის აეროპორტის განვითარებასთან დაკავშირებით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება. საუბარია აეროპორტის 10-წლიანი განვითარების გეგმაზე. კვლევის მიხედვით, მოხდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის დეტალურად შესწავლა, რათა განხორციელდეს მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება. დოკუმენტს დღეს ხელი მოაწერეს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „თი ეიჩ აირპორტ ქონსალთინგის“ ხელმძღვანელმა.