ტექნიკის გადმოცემა 

საქართველოს თავდაცვის ძალებს 12 ახალი სატრანსპორტო საშუალება შეემატა.

ტექნიკა ქართული მხარისთვის გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ შეიძინა. საქართველოს თავდაცვის ძალების სატვირთო ავტომობილების პარკის განახლების მიზნით, 1.5 მილიონი ევრო გამოიყო. გრანტის ფარგლებში 8 ერთეული წყალმზიდისა და 4 ერთეული კონტეინერმზიდის შესყიდვა განხორციელდა.