ტექდათვალიერება

ავტო-ტესტირების ცენტრებში ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი გამკაცრდება.

გადაწყვეტილება დღეს საკითხზე ჩატარებული კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს. კვლევა ორგანიზაცია „ჯეოველ რისერჩმა“  ჩაატარა. შედეგების მიხედვით ვლინდება რამდენიმე პრობლემა: პერსონალის კვალიფიკაციის ნაკლებობა, მწირი ინფორმაცია საზოგადოებაში და მონიტორინგის არასრულყოფილი სისტემა.

დარღვევები გამოვლინდა ტესტირების ათ ცენტრში.