თეონა აქუბარდიას ბრიფინგი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ინფორმაციით, რუსეთს ოკუპირებული აფხაზეთის ზღვისპირა ნაწილის მითვისება სურს. თეონა აქუბარდიას განცხადებით, რუსეთსა და დე ფაქტო რეჟიმს შორის დადებული ხელშეკრულება ბიჭვინთის რუსეთის მფლობელობაში გადაცემას ითვალისწინებს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ აღნიშნულს ანექსიად აფასებს. თეონა აქუბარდია ხელისუფლებას მიმართავს, რომ ფაქტზე რეაგირება მოახდინოს და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართოს.