თენგიზ ჯგუშიას განცხადება

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა თენგიზ ჯგუშიამ ზუგდიდის მერიის წინ ბრიფინგი გამართა. მან დებატებზე უარის გამო „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია გააკრიტიკა.

ჯგუშიამ ხელისუფლება არჩევნების გაყალბების მცდელობაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, გამართოს მერობის კანდიდატების დებატები. მან გააკრიტიკა პირველი არხი და მოუწოდა, მეტი ყურადღება დაუთმონ დამოუკიდებელ კანდიდატებს.

საზოგადოებრივ მაუწყებელს რიგგარეშე არჩევნებზე დებატების ვალდებულება არ აქვს, თუმცა ამის მიუხედავად, არხი გადაცემებსა და საინფორმაციო გამოშვებებში საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობასა და კანდიდატთა შეხვედრებს აქტიურად აშუქებს.