თენგიზ ცერცვაძის მიმართვა

სჭირდება თუ არა საქართველოს ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფო, – ამ სათაურით განცხადებას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ავრცელებს.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, რომ პერიოდულად ცალკეული ექსპერტების მიერ განიხილება საკითხი, სჭირდება ქვეყანას ცალკე ინფექციურ დაავადებათა საავადმყოფო, თუ ჯობს, ინფექციური პაციენტების მომსახურება ხდებოდეს მრავალპროფილურ საავადმყოფოებში.

ის რომ ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ცალკე ინფექციური საავადმყოფო, ცერცვაძე საერთაშორისო გამოცდილებით ასაბუთებს და არგუმენტებად ასევე მოჰყავს კონკრეტული ციფრებით გამყარებული სტატისტიკა, რამდენად ეფექტიანი და მნიშვნელოვანი შედეგი აქვს განვითარებულ ქვეყნებთან შედარებითაც კი საქართველოს ინფექციურ საავადმყოფოებს. საკითხის დღეს  მარინა ეზუგბაიაც გამოეხმაურა.