დაწესდება თუ არა ისევ მასშტაბური შეზღუდვები ვირუსის გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე, ეს სრულიად მოსახლეობის ქცევაზეა დამოკიდებული. ასეთია ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის პოზიცია შექმნილი ეპიდვითარების შეფასებისას.
თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ მკაცრი რეგულაციების ამოქმედებაზე მჯელობა მიმდინარეობს, თუმცა ამ წუთისთვის დღის წესრიგში არ დგას. მისივე თქმით, სამედიცინო სექტორი ვირუსთან ბრძოლისთვის მზად არის, ამ ეტაპზე საკმარისია საწოლების რაოდენობაც და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.