თენგიზ ცერცვაძის განცხადება

ქვეყანაში არსებული ტენდენცია მიუთითებს, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა არ უნდა მოიმატოს. ასეთია თენგიზ ცერცვაძის პროგნოზი, თუმცა ინფექციური კლინიკის დირექტორი მოსახლეობას რეკომენდაციების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებს სწორედ ახლა, როდესაც შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო.

თენგიზ ცერცვაძემ ცოტა ხნის წინ მცხეთის საავადმყოფო დაათვალიერა და მედიკოსებს შეხვდა. აღნიშნულ კლინიკაში 17 ინფიცირებული პაციენტია. მათგან სამი უკვე გაწერეს.

კიდევ რაზე ისაუბრა თენგიზ ცერცვაძემ, – მის განცხადებას ვრცლად თათია კუჭუხიძე გაგვაცნობს.