კონსერვატორია კიდევ ერთ ფესტივალს უმასპინძლებს. სცენას ცნობილი ქართველი საოპერო შემსრულებლები და პიანისტები დაიკავებენ. შესრულდება ქართული ნაწარმოებებიც. მრავალფეროვანი პროგრამა და ვარსკვლავური შემადგენლობა – თენგიზ ამირეჯიბის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი უკვე მეცამეტედ ტარდება.
ფესტივალი თბილისის შემდეგ ბორჯომში გადაინაცვლებს, სადაც კონცერტების პარალელურად მასტერკლასებიც გაიმართება. თენგიზ ამირეჯიბის მუსიკალური ფესტივალი 17 ოქტომბერს დაიწყება.