თემურ შაშიაშვილი ამომრჩევლებს კახეთში ხვდება

პრეზიდენტობის კანდიდატი თემურ შაშიაშვილი ამომრჩევლებს კახეთში ხვდება. შაშიაშვილი გურჯაანსა და საგარეჯოში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატმა მოსახლეობას საარჩევნო პროგრამა გააცნო.

კანდიდატი, ძირითადად, სოფლის მეურნეობაში არსებულ პრობლემებს შეეხო. თემურ შაშიაშვილი კახეთში შეხვედრებს ხვალაც განაგრძობს.