თბილისის „დინამოს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბს, ამ კლუბის და ეროვნული წევრი და ყოფილი დამრიგებელი, თემურ ქეცბაია გაწვრთნის. ქეცბაია კლუბმა უკვე წარადგინა და პრესკონფერენცია გამართა. „დინამო“ ყოველთვის იყო და იქნება პირველი გუნდი – ყველა ბავშვი ამ კლუბში მოხვედრაზე ოცნებობს და ყველა რესურსი გააჩნია, რომ იყოს საუკეთესო, თუმცა ამისთვის დროა საჭირო“ – განაცხადა ქეცბაიამ. თემურ ქეცბაია თავის პროფესიონალურ კარიერაში, დინამო თბილისის ღირსებას 1987 წლიდან, 5 წლის განმავლობაში იცავდა. როგორც მწვრთნელი, ქეცბაიამ კარიერა 2004 წელს დაიწყო, 2009 დან 2014 წლის ჩათვლით კი – ეროვნული ნაკრების მწვრთნელი გახლდათ.