ბათუმში აქციებზე დაკავებული თემურ ქათამაძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა. ის, სხვა მოქალაქეებთან ერთად, 11 იანვარს, ადმინისტრაციული წესით დააკავეს, 16 იანვარს კი გაათავისუფლეს სამტრედიის იზოლატორიდან და გათავისუფლებისთანავე ხელახლა დააკავეს. მას დროებითი ბინადრობის უფლება ჰქონდა, რასაც ვადა ამოეწურა, სწორედ ამის მიზეზით მოათავსა პოლიციამ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. შეგახსენებთ, რომ ის ბათუმში მიმდინარე აქციებში აქტიურად მონაწილეობს, მუჰაჯირების შთამომავალია, წლებია საქართველოში ცხოვრობს და მოქალაქეობას ითხოვს, რაზეც უარს ეუბნებიან.