თემურ ქათამაძის მხარდამჭერი აქცია

თემურ ქათამაძის მხარდასაჭერად სახალხო დამცველის ოფისთან აქცია გაიმართა.

ბათუმის აქციების „მედროშედ“ წოდებული ქათამაძის საქმეზე მისი მხარდამჭერები სახალხო დამცველის აპარატს უფრო მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებენ. ქათამაძე უკვე 39 დღეა პროტესტის ნიშნად პატიმრობაში მყოფი შიმშილობს. ის 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში სისხლის სამართლის წესით დააკავეს დააკავეს. გამოძიება მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება. მისი მხარდამჭერების ინფორმაციით, ომბუდსმენის აპარატი როგორც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, ასევე მისი უფლებრივი მდგომარეობით უნდა დაინტერესდეს, რადგან მათი თქმით, ის თურქეთის მოქალაქეა, თუმცა, საქართველოში ცხოვრების უფლებას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა. აქციის მიმდინარეობის დროს ქათამაძის მხარდამჭერებს სახალხო დამცველის მოადგილეც შეხვდა და პირადად გაესაუბრა.