„გააგონე ხმა ბათუმელ მედროშეს“ – ამ ლოზუნგით დღეს, მოქალაქეები თბილისში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრთან შეიკრიბნენ, სადაც თემურ ქათამაძე შიმშილობს. მათ ქათამაძის მხარდასაჭერად აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, თემურ ქათამაძე უკანონოდაა დაკავებული და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. მათივე განცხადებით, მოშიმშილისგან მიიღეს წერილი, სადაც ის ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს.