თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა

78 წლის ასაკში, რეჟისორი და სახალხო არტისტი თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა. მისი შემოქმედებითი საქმიანობა რამდენიმე ათწლეულს და არაერთ ჯილდოს ითვლის. თემურ ჩხეიძე არის 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიო სპექტაკლის ავტორი. 1991 წლიდან ის იყო სანქტ პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი, 2007-2013 წლებში კი სამხატვრო ხელმძღვანელი. სხვადასხვა წლებში, იყო რუსთაველის, მარჯანიშვილისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრების რეჟისორი. მას მოპოვებული აქვს საპატიო ნიშნის ორდენი – „ოქროს გრან-პრი”. თემურ ჩხეიძეს მიღებული აქვს შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრემიებიც.

1981 წელს გახდა საქართველოს სახალხო არტისტი, 2010 წელს კი თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღო.