თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა

დიდი დანაკლისი ქართული თეატრისთვის.

78 წლის ასაკში ცნობილი ქართველი რეჟისორი თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა. 100-მდე გამორჩეული სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი, მსახიობთა არაერთი თაობის აღმზრდელი და უამრავი პრემიის ლაურეატი თანამედროვე ქართული თეატრალური ხელოვნების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო.

„უნდა მოიფიქრო სპექტაკლი და გასაგებად დადგა. თუ მინდა, რომ რამე გამოვიდეს, მეც უნდა შევიცვალო, მასალასთან ერთად“, – ამბობდა რეჟისორი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად მუშაობდა და პარალელურად საკუთარ ცოდნას სახელოსნოში ახალგაზრდებს უზიარებდა. ბოლო ნამუშევარი სცენაზე შარშან წარმოადგინა.

თემურ ჩხეიძე 1991 წლიდან იყო სანქტ პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი, ასევე სხვადასხვა წლებში მარჯანიშვილის, რუსთაველისა და მოზარდმაყურებელთა თეატრების რეჟისორი.

საქართველოს სახალხო არტისტს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, ხუთშაბათს მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენებენ და დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.

დატოვე კომენტარი