თემქის პოლიციის სამმართველოსთან გამართულ აქციაზე გუშინ დაკავებული 6 პირიდან, 4-მა წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. პოლიციის შენობასთან შეკრებილები აქციების მიმდინარეობისას დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვდნენ, რა დროსაც პოლიციამ ნიღბის გამოყენების გამო 6 პირი დააკავა. საგამოძიებო უწყება ერთ დაკავებულს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, 5-ს კი ნიღბის მოხსნაზე სამართალდამცველების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ედავება.