თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე – რას ითხოვს და რა გეგმა აქვს მალხაზ მაჩალიკაშვილს 

21:07, 03.03.2018

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა პროკურატურისა და მოდულის შენობასთან პერმანენტული აქციების დაწყებას არ გამორიცხავს. ეს იმ შემთხვევაში, თუ პროკურატურა ოჯახის მოთხოვნებს არ შეასრულებს. სოფელ დუისში დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა.

მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, უხუცესები, არასამთავრობო სექტორის  წარმომადგენლები და ადვოკატები  მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობაზე მედიისთვის დახურულ კარს მიღმა 2 საათის განმავლობაში საუბრობდნენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, 45 დღე გავიდა და ახალი არაფერია ცნობილი.

 

მსგავსი