თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი გამოძიების ახალ დეტალებს ითხოვს - რა შედეგით დასრულდა შეხვედრა დუისში

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება ჩიხშია შესული, – ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს და არ გამორიცხავს, სამართლებრივი ბრძოლა სტრასბურგის სასამართლოში გაგრძელდეს. სწორედ გამოძიების მიმდინარეობის და შემდგომი სამოქმედო გეგმის შესახებ დღეს სოფელ დუისში იმსჯელეს.

საგანმანათლებლო ცენტრში შეხვედრას მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, პანკისელი უხუცესები და მესამე სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რა შედეგით დასრულდა შეხვედრა ხეობაში, ამის შესახებ კახეთიდან ჟანა დიდებაშვილი ისაუბრებს.