თემატური მოკვლევის ჯგუფის მოსმენა „კოვიდ-19“-ის თემაზე

18:03, 06.12.2021

რა გავლენა მოახდინა პანდემიამ სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობაზე და რა ღონისძიებები გაატარა ამ კუთხით სხვადასხვა უწყებამ. ამ თემაზე ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ შექმნილმა თემატური მოკვლევის ჯგუფმა ზეპირი მოსმენა გამართა. კერძოდ, ჯგუფი შეისწავლის, რა ეფექტი ჰქონდა სახელმწიფოს მიერ გაწეულ დანახარჯებს და განხორციელებულ პროგრამებს. დღევანდელ შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორს მოუსმინეს, მომდევნო მოსმენაზე კი ჯგუფის წინაშე აღმასრულებელი თვითმმართველობის წარმომადგენლები წარდგებიან. თემატური მოკვლევის ჯგუფი საბოლოო ჯამში რეკომენდაციებს შეიმუშავებს.

მსგავსი