განათლების მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში თემატური ბანაკი გახსნა. საბანაკე პროგრამა ოთხი დღისგან შედგება და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ მათთვის საინტერესო საგანმანათლებლო, სპორტულ და გასართობ აქტივობებში. მიზანი არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით ახალგაზრდების პიროვნული და სოციალური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სოციალური პასუხისმგებლობების პოპულარიზაციაა.