თემატური ახალგაზრდული ბანაკი

ყვარელში თემატური ახალგაზრდული ბანაკი აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს მასპინძლობს. ბანაკის მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა შეხვდნენ. შეხვედრაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერის მექანიზმებსა და პოლიტიკაში მათი აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე. საუბარი შეეხო სახელმწიფო სერვისებსაც.